Hot line : 599647050

ლევან შონიამ წალენჯიხა-ჯვარზენის გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

2 May, 2017

     სამეგრელო-ზემო სვანეთის  მხარის  გუბერნატორმა   ლევან  შონიამ, გუბერნატორის  მოადგილე  დავით  კოდუამ, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა  დეპუტატმა,  პარლამენტის  წევრმა გოგა  გულორდავამ   და  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელმა   პირებმა              წალენჯიხა-ჯვარზენის გზის 7.2 კილომეტრიანი მონაკვეთის  დასრულებული  სამუშაოები  დაათვალიერეს .  სადაც   ამ  ეტაპზე     მიმდინარეობს  მოქალაქეთა  მოსაცდელების  მშენებლობა.

           შეგახსენებთ, რომ    სამუშაოები დაიწყო 2016 წლის მაისში და 2017 წლის მაისში დასრულდება. წალენჯიხა-ჯვარის გზა ბოლო 20 წლის განმავლობაში ამორტიზირებული იყო .  პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

    სამუშაოებზე   50-მდე ადამიანი  იყო დასაქმებული, მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.   პროექტის ფარგლებში განხორციელდა: ასფალტ-ბეტონის საფარის, წაყალგამტარი მილების, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების,   გადასასვლელების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები. ასევე მოხდა საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.   

Share page