Hot line : 599647050

წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე იყიდება

4 May, 2017

  კომპანია  ლაზს   სტუმრობდნენ   სამეგრელო-ზემო სვანეთის  მხარის  გუბერნატორი   ლევან  შონია, მოადგილე  დავით  კოდუა  და   წალენჯიხა-ჩხოროწყუს  მაჟორიტარი  დეპუტატი,პარლამენტის  წევრი გოგა  გულორდავა,წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  გამგებელი  ბესიკ  ფარცვანია,საკრებულოს  თავმჯდომარე  თემურ  ღვინჯილია  და  წალენჯიხის  გამგებლის  მოადეგილე  გიორგი  ლუკავა.

      ლევან  შონიამ  დაათვალიერა  ჩაის  პლანტაციები   და  კომპანია  „ლაზი“-ს  ჩაის  გადამამუშავებელი  საამქრო.   გაესაუბრა     შპს  პეკინის ძინფენ ჰანიეს სოფლის მეურნეობის განვითარების კომპანიის, ს.ს ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგ ჯგუფის წარმომადგენლებს , დააგემოვნა   ჩაის  ახლადწარმოებული  პროდუქცია. 

             ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების უმთავრეს მიზანს საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და ჩაის წარმოების ხელშეწყობა, მაღალი ხარისხის ჩაის, მათ შორის, ბიოჩაის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს.
    პროგრამის ფარგლებში, 23 აპრილს წალენჯიხის კომპანია „ლაზმა“ დაიწყო მაღალხარისხოვანი ჩაის შერჩევითი კრეფა. პირველ დღეს მოიკრიფა 200 კგ. უმაღლესი ხარისხის ჩაის ფოთოლი. 1 კგ. ჩაის ფოთლის ღირებულება შეადგენს 6-12 ლარს.
    აღნიშნული ნედლეული გადამუშავდა ჩინეთიდან მიღებულ ახალ დანადგარზე.
ჩაის კრეფაში  მონაწილეობდა  80 მეჩაიე.  გადამუშავებაში მონაწილეობას ღებულობდა ჩინური კომპანია „პეკინის“ პრეზიდენტი ჩენი.  მიღებულიქნა უმაღლესი ხარისხის მწვანე და შავი ბაიხის ჩაი. მწვანე ჩაის ტექნოლოგიის ანალოგი კი ანალოგი საქართველოში არ არის.
    წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე იყიდება. ჩაის კომანია „ლაზში“ ჩინელმა ინვესტორებმა, პირველი ეტაპისთვის 80 ათას დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. „ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანია“ სამომავლოდ ინვესტიციების გაზრდას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.

Share page