Hot line : 599647050

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

14 August, 2017

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. ამ ეტაპზე მავნებლის განსაკუთრებულად გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში. მავნებლების საწინააღმდეგოდ ფართობების დამუშავება დღეს დილიდან სამესხიოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ამ ტერიტორიაზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ თერმული ნისლის გამოყენებით მუშავდება სიმინდის ყანები და თხილნარი. დილიდანვე სამუშაოების მიმდინარეობას აკვირდებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი -ბესიკ ფარცვანია და გამგებლის მოადგილე სევერიანე შეროზია.

Share page