Hot line : 599647050

ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა

25 December, 2017

მ/წლის 25 დეკემბერს გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე დალი კვარაცხელია. სხდომას კომისიის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია და მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ მებონია. კომისიის სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი:
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ.

Share page