Hot line : 599647050

საკრებულოს თავმჯდომარემ დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა

4 January, 2018

დღეს, 4 იანვარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თემურ ღვინჯილიამ, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბაკურ სონგულიასთან და  სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ლევან შელიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში დასრულებული ინფრასტრუქტურული  სამუშაოები დაათვალიერა.

საკრებულოს თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო  ქ. წალენჯიხაში ვაჟა-ფშაველასა და  წმინდა ნინოს ქუჩაზე დასრულებულ  სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებს და გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც  მადლიერება გამოთქვეს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.

საკრებულოს თავმჯდომარემ და კომისიების თავმჯდომარეებმა აგრეთვე ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ლაჩხართაზე ხიდ-ბოგირის მშენებლობაც დაათვალიერეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებას განაგრძობს.

Share page