Hot line : 599647050

ბესიკ  ფარცვანიამ მიმდარე სამუშაოები დაათვალიერა

9 January, 2018

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერმა  ,  მერის პირველმა მოადგილე  გიორგი  ლუკავამ  და  მერიის     არქიტექტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის  უფროსმა  ჯემალ  კვარაცხელიამ  ლიის, ფახულანისა და  ქალაქ  ჯვარის ტერიტორიაზე  მიმდინარე  ინფრასტრუქტურული  სამუშაოები  დაათვალიერეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ენგურისა და მდ. ოლორის შესართავზე ნაპირსამაგრი გაბიონის კედლის მოწყობის სამუშაოები  მიმდინარეობს.  სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს 32295 ლარს,  სამუშაოებს  ასრულებს  ტენდერში  გამარჯვებული  ინდმეწარმე  გელა  ფიფია. 

   ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში   კულტურის სახლის წინ სანიაღვრე არხის მოწყობისა და დაზიანებული შემოკავების რეაბილიტაციის სამუშაოები  მიმდინარეობს. სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს  6905 ლარს.      

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულში კი აღმაშენებლის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები  მიმდინარეობს,  რომელსაც   ასრულებს  ტენდერში  გამარჯვებული  შპს „ლუგიო“. სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს - 15387  ლარს.

   

Share page