Hot line : 599647050

საკრებულოს წევრები ჯგალის საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრნენ

23 February, 2018

მ/წლის 23 თებერვალს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დარეჯან დადიანმა, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარე მაია მიქავასთან, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დალი კვარცხელიასთან და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მანანა ჭანიასთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში იუსტიციის სახლს ესტუმრნენ. ჯგალის საზოგადოებრივი ცენტრი ამ სოფლის მკვიდრ 3 ათასამდე მომხმარებელს და მიმდებარე სოფლების − საჩინოს, მედანის, მიქავასა და მუხურის − 7 ათასამდე მცხოვრებს ემსახურება. საზოგადოებრივი ცენტრის საშუალებით ჯგალის და მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობისთვის 200-ზე მეტი სერვისი გახდა ხელმისაწვდომი.

Share page