Hot line : 599647050

საინფორმაციო კამპანია ბავშვთა დაცვის საკითხებში

11 December, 2018

       განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე  წლის  10   დეკემბერს, წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობის  სხდომათა  დარბაზში  გაიმართა    სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების მიმართ ცნობიერების ამაღლების  შესახებ საინფორმაციო  კამპანია ,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული უწყებების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისთვის, მათ შორის:

          საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ქვედანაყოფების პოლიციის განყოფილებების თანამშრომლებისთვის; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური აგენტებისთვის; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლების, მათ შორის სოფლის ამბულატორიების ადმინისტრაციისა და ექიმებისთვის; სკოლების ადმინისტრაციისთვის  და მუნიციპალიტეტის  მერიის თანამშრომლებისთვის.

 

       აღნიშნული საინფორმაციო კამპანია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ჩატარდა     , საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით,   რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ააიპ ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)".

 შეხვედრაზე განიხილეს    საკითხები  ბავშვის განათლებისა და განვითარების უფლებების დაცვის  აუცილებლობის  შესახებ. განათლების უფლების შეზღუდვის შემთხვევაში მშობლის/მეურვის პასუხისმგებლობის შესახებ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ადრეული განთესვისას მოზარდის და საზოგადოების წინაშე არსებული რისკებისა და გამოწვევების შესახებ.

  დასასრულს    დარიგდა საინფორმაციო ბროშურები.   

Share page