Hot line : 599647050

ჭალესა და ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზიანებულ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

12 December, 2018

  ჭალესა  და  ფახულანის  ადმინისტრაციულ  ერთეულებში  სტიქიის  შედეგად   დაზიანებულ   გზაზე  ბეტონის  საფარის  მოწყობა  მიმდინარეობს.

    ჭალეს   ადმინისტრაციულ  ერთეულში    დაზიანებულ   გზაზე   ბეტონის   საფარის მოწყობისათვის  გამოყოფილიქნა  თანხა    40725   ლარის  ოდენობით, სამშენებლო  სამუშაოებს   შპს ,,თავადი-1" ასრულებს.

   ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში, (ჭველეს უბანში) კი დაზიანებულ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობისათვის  გამოყოფილიქნა   48477 ლარი.  სამუშაოებს   შპს ,,თავადი-1"   ასრულებს. მიმდინარე  სამუშაოებზე  დასაქმებულია  ადგილობრივი  მუშახელი.

    სამუშაო  პროცესს ადგილზე გაეცნენ  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, მერის  პირველი  მოადგილე  გიორგი  ლუკავა და  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის  სამსახურის  უფროსი  ჯემალ  კვარაცხელია.

 


Share page