Hot line : 599647050

#მადლობათავისუფლებისთვის

10 April, 2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,  დღეს   9  აპრილის  ხეივანში    9   აპრილს   დაღუპულ    გმირებს  პატივი   მიაგეს.  

 აქვე      გარდაცვლილთა  სულის  მოსახსენიებლად    პანაშვიდი  გადაიხადა  მამა ილია სარიამ.

 9  აპრილის  ხეივანშივე   მოეწყო   ღონისძიება  სლოგანით-„მადლობა თავისუფლებისთვის“  სადაც  მონაწილობას ღებულობდნენ    ანსამბლი „ ბედინერა“, ქალთა  ანსამბლი-„მაფშალია“   და  საჯარო სკოლის მოსწავლეები. რომელსაც  ესწრებოდნენ  წალენჯიხა-ჩხოროწყუს  მაჟორიტარი   დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი  გოგა გულორდავა, წალენჯიხის   მუნიციპალიტეტის  მერი  ბესიკ ფარცვანია, მერის მოადგილე სევერიანე შეროზია, წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანი, საკრებულოს წევრები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი  მოძრაობის  წევრები, პედაგოგები,

         ღონისძიების  მიმდინარეობისას   სიმბოლურად      მწვანე ნარგავები   დაირგო.

შეგახსენებთ, რომ  ამ თარიღთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხაში 9-აპრილის ხეივანში, სიმბოლურად, გამთენიის 4 საათზე სანთლები დაანთეს და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა. 

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. 

Share page