Hot line : 599647050

საჯარო სკოლებში სარეაბილიოტაციო სამუშაოები იწყება

11 April, 2019

საქართველოს  ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსის  133-ე  მუხლის   მე-2  ქვეპუნქტისა  და    134  მუხლის  თანახმად,  საქართველოს  მთავრობის  2019  წლის   განკარგულებების  საფუძველზე,  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  საჯარო  სკოლების  სარეაბილიტაციოდ  გამოყოფილია  თანხა  520 000   ლარის  ოდენობით.

    საჯარო  სკოლებში  პრიორიტეტების  მიხედვით  შერჩეულიქნება     სხვადასხვა სახის     ინფრასტრუქტურული  პროექტები, მათ შორის:

პანდუსების  მოწყობა;

სველი  წერტილების  მოწყობა;

კარ-ფანჯრების გამოცვლა;

წყალგაყვანილობის  სისტემების  რეაბილიტაცია;

გათბობის  სისტემების  მოწყობა.

  აქედან გამომდინარე  დღეს  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერი  ბესიკ ფარცვანია  და  წალენჯიხის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის  უფროსი  ლირა ღურწკაია    წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  საჯარო  სკოლებში  იმყოფებოდნენ, სადაც  ადგილზე  შეისწავლეს  სკოლის საჭიროებები.

Share page