Hot line : 599647050

საკრებულოს სხდომა 26.06.2019

26 June, 2019

26 ივნისს 12:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია.

სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. “ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი აბულაძის განცხადებით: „თანადგომას ვუცხადებთ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს და პროტესტის ნიშნად ვტოვებთ საკრებულოს სხდომას, არ დავესწრებით მანამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება მომიტინგეთა მოთხოვნები.“

დღევანდელ სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მომხსენებელი: თენგიზ ფიფია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ.
მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი
3. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი
4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი
5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი
6. „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 17 აპრილის N16 განკარგულებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ.
მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი
7. სხვადასხვა

Share page