Hot line : 599647050

საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

16 August, 2019

წალენჯიხის   მუნიციპალიტეტის   ჯგალისა   და  ნაკიფუს   საჯარო   სკოლებში  სარეაბილიტაციო  სამუშაოები   აქტიურად  მიმდინარეობს . წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერის   პირველი მოადგილე   ცოტნე   შონია     მიმდინარე  სამუშაოებს     ადგილზე  გაეცნო.    

➡️ ჯგალის #1 საჯარო   სკოლაში   სამივე სართულზე იცვლება კარები, რეაბილიტაცია უტარდება ფოიესა და დარბაზს.

 ➡️ სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 30 030 ლარს. სამუშაოებს შპს სამშენებლო კომპანია ბინგო   ასრულებს.

  ➡️   ნაკიფუს  #1  საჯარო  სკოლაში     შიდა   სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოები  მიმდინარეობს, რომლის      სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს 89  245 ლარს  .  სამუშაოებს  ტენდერში  გამარჯვებული   დავით ერქვანია   ასრულებს.

 ➡️ სრული რეაბილიტაცია იმ სკოლებს ჩაუტარდებათ, სადაც წლების მანძილზე  არასახარბიელო   მდგომარეობა   იყო,   

 ➡️ საჯარო   სკოლებში  მოწესრიგდება   სველი წერტილები, მოეწყობა საკლასო ოთახები, პანდუსები, გათბობის სისტემები, კარ-ფანჯრები და სხვა.

➡️ ახალ სასწავლო წელს მოსწავლე-მასწავლებლები კეთილმოწყობილ გარემოში შეუდგებიან სასწავლო პროცესს.

Share page