Hot line : 599647050

შეხვედრები სოფელ ეწერის, მიქავასა და ნაკიფუს მოსახლეობასთან

21 August, 2019
  •       წალენჯიხა-ჩხოროწყუს  მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს  პარლამენტის  წევრი  გოგა  გულორდავა,  საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური  დაცვის  მინისტრის  პირველი  მოადგილე ზაზა  ბოხუა,    

  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია,     წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერი  ბესიკ ფარცვანია, მერის პირველი  მოადგილე  ცოტნე  შონია, მერის  მოადგილე  სევერიანე  შეროზია, საკრებულოს თავმჯდომარე    თემურ  ღვინჯილია  და   წალენჯიხის   საკრებულოს  წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს  თავმჯდომარე  მაია მიქავა ადგილობრივ მოსახლეობას  სოფელ  ეწერში, მიქავასა და  ნაკიფუს  ადმინისტრაციულ  ერთეულში  შეხვდნენ.  

    მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო.

    სოფელ  ეწერში  განსაკუთრებული  ყურადღება   ისეთი  პროექტების  განხორციელებაზე  გამახვილდა, როგორიცაა  -შიდა  გზების  რეაბილიტაცია, ამბულატორიის  მშენებლობა, საბავშვო  ბაღის  რეაბილიტაცია და   საჭანტურიოს  უბანში  ჭაბურღილის  მოწყობა. 

  მიქავაში  დასახელდა  შიდა  გზების  რეაბილიტაცია,     სანიაღვრე  არხებისა და ცხაურების   მოწყობა, ლეჯოლოხეში  სასმელი  წყლის  მაგისტრალის  რეაბილიტაცია,  ლეჯოლოხე-მუხურის  მიმართულებით 4 კმ. გზის  მონაკვეთის  სრული რეაბილიტაცია.    

   ნაკიფუს  ადმინისტრაციულ  ერთეულში  მთავარ  პრიორიტეტად დასახელდა  სასმელი  წყლით  უზრუნველყოფა  და   შიდა საუბნო  გზების  რეაბილიტაცია.

    შეხვედრაზე   მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია სოციალურ პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფას. 

   ისაუბრეს  ასევე   ასევე სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილ სხვადასხვა სახის პროექტებზე და       მნიშვნელოვან საკითხებზე.
 
    მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის მიზნით, ღია შეხვედრები     მთავრობისა და პარლამენტის   წევრების   ჩართულობით   მთელი  ქვეყნის  მასშტაბით    აქტიურად  გრძელდება.

Share page