Hot line : 599647050

ცოტნე შონიამ სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

22 August, 2019

➡️ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში შიდა და გარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. 
➡️ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ის იმყოფებოდა წალენჯიხის N 2, ჯგალის N 1 და ნაკიფუს N 1 საჯარო სკოლებში.
➡️ ქალაქ წალენჯიხის N 2 საჯარო სკოლაში , II და III სართულების სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ტერმინალი ასრულებს, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 109 077 ლარს.

➡️ ჯგალის #1 საჯარო სკოლაში სამივე სართულზე იცვლება კარები, რეაბილიტაცია უტარდება ფოიესა და დარბაზს.
➡️ სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 30 030 ლარს. სამუშაოებს შპს სამშენებლო კომპანია ბინგო ასრულებს.
➡️ ნაკიფუს #1 საჯარო სკოლაში შიდა სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 89 245 ლარს . სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული დავით ერქვანია ასრულებს.

მიმდინარე წლის განმავლობაში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, 11 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს, რისთვისაც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოყოფილიქნა თანხა - 403.925 -ის ოდენობით. 
➡️ ახალ სასწავლო წელს მოსწავლე-მასწავლებლები კეთილმოწყობილ გარემოში შეუდგებიან სასწავლო პროცესს.

Share page