Hot line : 599647050

საკრებულოს სხდომა 30.08.2019

30 August, 2019

30 აგვისტოს 12:00 სთ–ზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ
მომხსენებელი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის“გადაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
მომხსენებელი: გელა სალია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი

3.„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე და საკრებულოს აპარატზე საწვავისა და სატელეფონო ბარათების ხარჯვის ლიმიტის დაწესების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N38 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელი: ბაკურ სონგულია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხტა კომისიის თავმჯდომარე

Share page