Hot line : 599647050

ტერენტი გრანელის სახელობის პარკის რეაბილიტაცია

31 January, 2020

       წალენჯიხის   ტერენტი   გრანელის   სახელობის პარკში, სარეაბილიტაციო სამუშაოები  მიმდინარეობს.
     პროექტის   მიხედვით, სრულად  რეაბილიტირდება    შადრევანი,   მოეწყობა  კალათბურთის, ჩოგბურთის, გოლფის    მოედანი.
       რეაბილიტირდება   ღია    თეატრი, მოეწყობა   მისასვლელი   ბილიკები,   გამწვანება   და   გარეგანათებები.
   
   სამუშაოებს   ასრულებს   ტენდერში   გამარჯვებული    კომპანია   შპს ,, სწრაფმშენი  '', სამუშაოებზე     დასაქმებულია    ადგილობრივი   მუშახელი.

 

       სამუშაოები დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ცოტნე შონიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სალიამ. 


Share page