Hot line : 599647050

შეხვედრა მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში

11 February, 2020

 

 ✔ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დღეს 11 თებერვალს, მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა გაიმართა.

✔ მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს, ესწრებოდნენ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგა გულორდავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მაია მიქავა, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გელა სალია და სხვა პირები.
✔ მედანში მცხოვრებმა მოსახლეობამ შეხვედრებზე პრიორიტეტად გარე- განათებების მოწყობა, ლეფიფიეს უბანში ბეტონის საფარისა და ცხაურის მოწყობა დაასახელა.
✔ ლარა-მედანის მოსახლეობამ კი, გარე-განათებების მოწყობა შიდა და ცენტრალურ გზაზე დაასახელა, ასევე ხიდ-ბოგირების მშენებლობა მოითხოვა.


Share page