Hot line : 599647050

შეხვედრა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში

12 February, 2020

✔    ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში   განსახორციელებელი პროექტების   შერჩევის   მიზნით,  დღეს  12 თებერვალს,  შეხვედრა  ლიის   ადმინისტრაციულ ერთეულში       გაიმართა.

 

✔    ხმათა უმრავლესობით   პალურის, ლიის, მახარიასა  და  ზედა  ლიას  მოსახლეობამ  პრიორიტეტები  გამოავლინა-საბავშვო  ბაღებში სველი  წერტილების  მოწყობა, გარე-განათებების   მოწესრიგება  ცენტრალურ და  შიდა  საუბნო  გზებზე,  ლიის  საექიმო  ამბულატორიის  ეზოს  შემოკავება, გამწვანება,  შიდა  გზების  რეაბილიტაცია .

✔    აღნიშნულ  შეხვედრაზე  მოსახლეობამ  სამომავლოდ  გასათვალისწინებელ  ინფრასტრუქტურულ  საკითხებზეც  გაამახვილა  ყურადღება.  მათ შორის,  დაისვა  საკითხი  ზედა  ლიის  საბავშვო  ბაღის  მშენებლობაზე,  ლიის  საჯარო  სკოლაში  სააქტო  დარბაზის  კეთილმოწყობაზე   და  სხვა  სახის  პროექტებზე.

 

✔  მოსახლეობის   მიერ,   პრიორიტეტების   შერჩევის  პროცესს,   ესწრებოდნენ  სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე  ლუდუკ ხასია,     წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  მერი  ბესიკ  ფარცვანია, მერის  პირველი  მოადგილე  ცოტნე  შონია   მერიის  ეკონომიკისა და  ინფრასტრუქტურის  განვითარების  სამსახურის უფროსი  გელა  სალია და  სხვა  პირები.

  ✔ „  სოფლის  მხარდაჭერის  პროგრამის“  ფარგლებში,  მიმდინარე  წელს,  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში  განსახორციელებელი  პროექტებისთვის  გამოყოფილია  თანხა  644  ათასი  ლარის  ოდენობით.

 ✔ პრიორიტეტების  განხორციელება  მოსახლეობის  მიერ  შერჩეული  და  ხმათა  უმრავლესობით  მიღებული  გადაწყვეტილების  შედეგად  ხორციელდება.


Share page