Hot line : 599647050

შეხვედრა საჩინოსა და სოფელ ეწერსი მცხოვრებ მოსახლეობასთან

14 February, 2020

✔ „  სოფლის  მხარდაჭერის  პროგრამის“  ფარგლებში , დღეს  14  თებერვალს, მოსახლეობასთან   შეხვედრები  გაიმართა  საჩინოს  ადმინისტრაციულ  ერთეულსა  და  სოფელ  ეწერში.

  ✔ საჩინოს  ადმინისტრაციული  ერთეულის  სოფელ  ზედა    საჩინოსა  და  ლეხულორდეს   მოსახლეობამ  მთავარ  პრიორიტეტად  გარე-განათებების  მოწყობა, ლეშელიეს  უბანში  კი,  გზის  მოხრეშვა  მოითხოვა.

✔   საჩინო-ნოჟალასა  და  კუხეშის  მცხოვრებლებმა  გარე-განათებების   მოწყობის  გაგრძელება,  ლელომიეს უბანში  ცხაურისა    და  წისქვილის  რეაბილიტაცია  დაასახელეს.

✔   ნაგურუში კი , დაკიდული  ხიდის  აღდგენა  და  გარე-განათებების   დასრულება  დასახელდა. 

 ✔       სოფელ  ეწერის  მოსახლეობამ,   სოფლის  მხარდაჭერის  პროგრამის  ფარგლებში,  მთავარ  პრიორიტეტად   ლეძაძამე-ლექარდეს    უბნებში  გარე-განათებებისა და  ხიდბოგირების    აღდგენა , ასევე    წისქვილის  რეაბილიტაცია  მიიჩნია.

Share page