Hot line : 599647050

საშანაოს უბანში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

9 March, 2020

   წყალმომარაგების  გაუმჯობესების  მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეში   საშანაოს  უბანში    ჭაბურღილის  მოწყობის სამუშაოები  მიმდინარეობს. სამუშაოებს  ტენდერში  გამარჯვებული  კომპანია  შპს ჩხოროწყუ 2019  ასრულებს.

   მიმდინარე   სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება  სოფელ ეწერის ტერიტორიაზე  საკვლევ-საძიებო  ჭაბურღილის  მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული  ჭაბურღილების  მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს  174 797  ლარს.

  პროექტის  დასრულების  შემდეგ, საშანაოსა და  ეწერის  მოსახლეობა გაუმჯობესებული  სასმელი  წყლის  ხარისხით  ისარგებლებენ. 

  აღნიშნულ  დასახლებებში  წლების  მანძილზე, ზაფხულის  პერიოდში  მთავარ  პრობლემას სასმელი  წყლის  დეფიციტი  წარმოადგენდა.

Share page