Hot line : 599647050

ბავშვებისათვის

 

 

მუხლი 5. აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა  1. პროგრამის ბენეფიციარები არიან ასა-ს მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლთა მშობლები წარმოადგენენ:  ნეიროგანვითარების  ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის“, რეგისტრირებული კავშირის „საქართველოს ბავშვები“, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრისა და სხვა ლიცენზირებული დაწესებულებების ჩასატარებელი ღონისძიებების შესაბამის ხარჯთაღრიცხვას, დიაგნოზის დამადასტურებელ ფ №100, ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლს და ერთ ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს. 2. დოკუმენტაციის სოციალური კომისიის მიერ განხილვის  საფუძველზე, საჭიროების გათვალისწინებით, წელიწადში ორჯერ  მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაიცემა საგარანტიო წერილი ჩასატარებელი ღონისძიებების ღირებულების 70%-ის ოდენობის დაფინანსებაზე (არაუმეტეს 1000 ლარისა), რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ.

მუხლი 14. დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება. 1. პროგრამის ბენეფიციარები  არიან 16 წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვები, რომლებიც სოციალური  მომსახურების სააგენტოდან  წარმოადგენენ: ა) სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ) დაბადების  მოწმობის  ასლს; გ) პირადობის მოწმობის  ასლს, ასეთის არსებობის  შემთხვევაში; დ) მათზე მეურვეობის დამადასტურებელ  დოკუმენტს; ე) მეურვის პირადობის მოწმობის ასლს; ვ) პირად ანგარიშს. 2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ დედ-მამით ობოლ  ბავშვზე ყოველთვიურად 100 ლარის   უნაღდო ანგარიშსწორებით  მეურვის პირად  ანგარიშზე ჩარიცხვას.

 

Share page