ცხელი ხაზი : 599647050

1-ელი მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა აიკრძალება

30 მარტი, 2018

  1-ელი მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში   თამბაქოს    მოწევა    აიკრძალება.  

       შენობაში თამბაქოს მოხმარებისთვის, იურიდიული პირი თავდაპირველად  500 ლარით, განმეორების შემთხვევაში  1000     ლარით დაჯარიმდება. ფიზიკური  პირი კი 100 ლარით.

  აქედან გამომდინარე, წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერიის  საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  ცენტრის  წარმომადგენლებმა  საინფორმაციო    ლიფლეტები  დაარიგეს.ინფორმაციები  მიაწოდეს  მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელ პირებს  და  ყველა საჯარო  მოხელეს.

      თამბაქოს  მოწევა  იკრძალება  საგანმანათლებლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში, მოსწავლეახალგაზრდობის ბანაკებში, სამედიცინო ,  ფარმაცევტულ დაწესებულებებში და  სხვა  შენობა-ნაგებობაში ,

თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად პრევენტირებადი პრობლემაა. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 6 მილიონი მწეველია, ხოლო დაახლოებით 1 მილიონი არამწეველი. 2030 წლისთვის თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების წლიური რაოდენობა 8 მილიონს მიაღწევს მსოფლიოში; ყოველ 4 წამში დაიღუპება 1  

2017 წელს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (კანონები თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსი), რითიც საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით.


გააზიარე