ცხელი ხაზი : 599647050

1 ივლისს ანაკლიის აკვაპარკში სოციალურად დაუცველი ბავშვები ისვენებდნენ

2 ივლისი, 2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის,ლევან შონიას ინიციატივითა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით, 1 ივლისს ანაკლიის აკვაპარკში სოციალურად დაუცველი ბავშვები ისვენებდნენ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის , ბესიკ ფარცვანიას მხარდაჭერით წალენჯიხიდან 25 სოციალურად დაუცველი ბავშვი გაემგზავრა, მათ შორის იყვნენ მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელები.
აკვაპარკში მყოფი ბავშვებისათვის გაიმართა სხვადასხვა სახის მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები.

გააზიარე