ცხელი ხაზი : 599647050

#1 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

2 May, 2018

      წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერის   მოადგილე  გიორგი  ლუკავამ   ქალაქ წალენჯიხაში #1 პირველი საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

   საბავშვო ბაღში მთლიანად  შეიცვალა ინფრასტრუქტურა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების დონეზე იქნება კეთილმოწყობილი და 120 ბავშვზეა გათვლილი.

    სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ( AWERD). შემსყიდველი გახლავთ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

     სამშენებლო სამუშაოების საპროექტო ღირებულება შეადგენს 330 000 (ტენდერი შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ოფიციალურ ვებ–გვერდზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge ტენდერის ნომერი–DEP170000001


გააზიარე