ცხელი ხაზი : 599647050

30 წელი 9 აპრილიდან

9 April, 2019

          ზუსტად 30  წლის  წინ,     1989  წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს.

     ამ თარიღთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხაში 9-აპრილის ხეივანში,   სიმბოლურად, გამთენიის 4 საათზე  სანთლები  დაანთეს და    სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის  მებრძოლი  გმირების  ხსოვნას პატივი  მიაგეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელმა  პირებმა.

    ეს გმირები არიან: ადამია აზა, 22 წლის; ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის; ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; გიორგაძე ნატო, 23 წლის; დოლიძე თამუნა, 28 წლის; ენუქიძე თინა, 70 წლის; თოიძე ნინო, 25 წლის; კიკვიძე ზაირა, 61 წლის; ლოლაძე მანანა, 33 წლის; მამულიშვილი თამარი, 50 წლის; მეტრეველი ვენერა; ნოზაძე მამუკა, 22 წლის; სამარგულიანი ნანა, 41 წლის; ქვასროლიაშვილი შალვა; ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; ჭოველიძე თამარი, 16 წლის; ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის; ჯინჭარაძე მზია, 43 წლის; მელქაძე მანანა 23 წლის; ქარსელაძე გია, 25 წლის;

 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. 

https://1tv.ge/news/30-weli-9-aprilis-tragediidan-foto-video/

გააზიარე