ცხელი ხაზი : 599647050

74 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან

9 May, 2019

      ეორე   მსოფლიო  ომის    დასრულებიდან    7 წელი    გავიდა.  9 მაისი ფაშიზმზე   გამარჯვების   დღეა.

      1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

   საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.  

  ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში ღონისძიებები  გაიმართა.

   წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  პირველმა   პირებმა    და  წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა  დღევანდელი   დღე  მიულოცეს  სამამულო  ომის  მონაწილეს, ერთადერთ  დარჩენილ  ვეტერანს, 93  წლის  ქალბატონს, ვარვარა  ბონდარენკოს.

         პატივი  მიაგეს  ტექსილის  ომის  მონაწილის პროკოფი  გახარიას  ხსოვნას, ასევე  იმყოფებოდნენ   ლიას   ადმინისტრაციულ   ერთეულში  9  მაისისადმი  მიძღვნილ ღონისძიებაზე  ,    ქალაქ  ჯვარში  მელიტონ    ქანთარიას   საფლავთან  და  ხოკოს  ტერიტორიაზე  არსებულ  შინმოუსვლელთა  მემორიალთან.

გააზიარე