ცხელი ხაზი : 599647050

9 წელი 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებიდან

8 აგვისტო, 2017

2008 წლის 8 აგვისტოს, ომში  დაღუპულთა   ხსოვნას   პატივი   მიაგეს     წალენჯიხა-ჩხოროწყუს  მაჟორიტარმა  დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ, წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  გამგებელმა  ბესიკ  ფარცვანიამ, გამგებლის  მოადგილე  სევერიანე  შეროზიამ ,წალენჯიხის საკრებულოს  თავმჯდომარე თემურ ღვინჯილიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  გონერ კვარაცხელიამ  და სხვა პირებმა.

  ადგილობრივი   ხელისუფლების   წარმომადგენლებმა   2008 წლის რუსეთ-საქართველოს  ომში  დაღუპული  მეომრის კობა ხარჩილავას  საფლავი  ყვავილებით  შეამკეს, ასევე       პატივი მიაგეს  9 აგვისტოს გორის  გზაზე ტრგიკულად  დაღუპული  ერეკლე, ენვერ  და დალი ჭანიების  ხსოვნას.

        8 აგვისტოს ,ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში, მინიფეხბურთის სტადიონზე ჩატარდა     კობა   ხარჩილავას სახელობის ტურნირი  ფეხბურთში.  სადაც მონაწილეობდნენ
  წალენჯიხის, ჯგალის,ობუჯის,ნაკიფუს, მედანის, საჩინოსა და ლიას ფეხბურთელთა გუნდები.

       გამარჯვებულები  დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და  სიგელებით.  გარდამავალი თასი  გადაეცა  საჩინოს  გუნდს.

    ტრაგიკულ  დღესთან დაკავშირებით, გარდაცვლილთა ოჯახებს  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობის  მიერ  გადაეცათ  ფულადი თანხა 500-500 ლარის  ოდენობით.

გააზიარე