ცხელი ხაზი : 599647050

აგრო-ტურისტული ფესტივალი -2018

7 აგვისტო, 2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, დღეს მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო აგრო-ტურისტული ფესტივალი -2018,სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტები.
ფესტივალზე ჩამოსულმა სტუმრებმა დააგემოვნეს მუხურის თაფლი, მეგრული ღვინო, ყველი და სხვა პროდუქტი.
ფესტივალზე ადგილზე მომზადდა მეგრული ელარჯი და გებჟალია. 
აგროტურისტულ ფესტივალში წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიიღო კომპანია -“ლაზმა“. 
ფესტივალს ესწრებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, მერის მოადგილე სევერიანე შეროზია,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წალენჯიხის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები და სხვა პირები.

გააზიარე