ანსამბლ " ლაკადა"ს ლაურეატის წოდება მიენიჭა
23 ნოემბერს ქალაქ მცხეთაში , ქართული სასიმღერო და საცეკვაო ხელოვნების ასოციაციამ ჩაატარა ფოლკლორული ფესტივალი ‘’გავეცნოთ სამშობლოს და ერთმანეთის შემოქმედებას’’, სადაც მონაწილეობას ღებულობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ''ლაკადა’’, (ხელმძღვანელი მურთაზ ციმინტია).
ანსამბლი წარმატებით გამოვიდა ფესტივალზე და ლაურეატის წოდება მოიპოვა.
ანსამბლის წევრებს მოპოვებული წარმატება მიულოცეს და მედლები და დიპლომები გადასცეს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერის პირველმა მოადგილემ ცოტნე შონიამ.