ცხელი ხაზი : 599647050

ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა

20 ნოემბერი, 2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ანა მიქავამ გახსნა. სხდომას 30 წევრიდან 29 დეპუტატი დაესწრო. ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ თემურ ღვინჯილია იქნა არჩეული. მის კანდიდატურას 25-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 2 ბიულეტენი  გაბათილდა. არ დაფიქსირებულა არც ერთი წინააღმდეგი.  კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია და სხდომა დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ორმა წევრმა. 

საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ მოადგილის თანამდებობებზე დარეჯან დადიანის კანდიდატურა დაასახელა. საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურა ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. 

დღევანდელ სხდომაზე საკერებულომ ცნობად მიიღო ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნება.

წალენჯიხის 30 წევრიან საკრებულოში ექვსი დეპუტატი ოპოზიციური პარტიის, დანარჩენები კი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები არიან. სამი დეპუტატი ენმ-დან, ორი „ევროპული საქართველოდან“, ხოლო ერთი „პატრიოტთა ალიანსიდანაა“.

გააზიარე