ცხელი ხაზი : 599647050

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა

1 May, 2018

     როგორც   ცნობილია  აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაღალი გამავლობის ავტომობილები იმუშავებს, მათ შორის ნაწილი ავტომობილი აღჭურვილია თერმული ნისლის აგრეგატით, ნაწილი კი დამონტაჟებულია მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკით.

 ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გასატარებლად ადმინისტრაციულ ერთეულებში დამონტაჟდა ფერომონები, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების შესაწამლად ასევე დარიგებულია ზურგსაკიდი აპარატებიც.    

   სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის     წარმომადგენელი  იმყოფებოდა  ომუნეს უბანში  სადაც  მიმდინარეობს  ფერომონების  მონტაჟი  და  ადგილზევე მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკით ფაროსანას განადგურება.

გააზიარე