ცხელი ხაზი : 599647050

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად სპეცტექნიკა სრულ მზადყოფნაშია

26 April, 2018

     აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში,წალენჯიხის   მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ ერთეულებში     მაღალი   გამავლობის  ავტომობილები იმუშავებს, მათ შორის ნაწილი   ავტომობილი აღჭურვილია თერმული ნისლის აგრეგატით,  ნაწილი კი  დამონტაჟებულია  მცირემოცულობიანი შემასხურებელი  ტექნიკით.

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გასატარებლად   
ადმინისტრაციულ ერთეულებში დამონტაჟდა  ფერომონები,  საკარმიდამო მიწის ნაკვეთების შესაწამლად  ასევე  დარიგებულია ზურგსაკიდი აპარატებიც.

    ამასთან დაკავშირებით, დღეს  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში  იმყოფებოდა   სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია  და  სხვა  წარმომადგენლები. ისინი  შეხვდნენ  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელ პირებს  და  ადმინისტრაციული  ერთეულების წარმომადგენლებს , მათ ადგილზე  ისაუბრეს და   გააცნეს ინფორმაცია  შესაბამისი ტექნიკის  აღჭურვილობისა და  მისი  გამოყენების  შესახებ.

გააზიარე