ცხელი ხაზი : 599647050

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები გრძელდება

3 ივლისი, 2018

წალენჯიხაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები  გრძელდება , მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში  უკვე მეოთხედ განხორციელდა  .გვიან ღამემდე   აღნიშნულ ტერიტორიაზე 12 ერთეული ტექნიკით ხდებოდა მავნებლის წინააღმდეგ სამუშაოების განხორციელება.

      ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება, ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის დასრულებამდე არ გამოუშვან სკებიდან ფუტკარი!

    მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია , მერის მოადგილე გიორგი ლუკავა და  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია.

    ქიმიური წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. ამ მიზნით, როგორც ცნობილია, მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბის ელექტრონულ ბაზაში. ასევე დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ- parosana.ge

გააზიარე