ცხელი ხაზი : 599647050

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო

14 ივნისი, 2017

         წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში   ინვაზიური მავნებლის -  აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო. ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები   ადმინისტრაციული ერთეულის  წარმომასდგენლებთან   ერთად განახორციელებენ.

    სამუშაოების მიმდინარეობას    სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი , მისი  მოადგილე  გიორგი  იაკობაშვილი ,  (USAID) -ს წარმომადგენლები  და  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის მოადგილე   სევერიანე  შეროზია   გაეცნენ.     

     ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და გამოცდილია საქართველოში.  

      ღონისძიებების ჩატარებისთვის პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების მიზნით შესაბამისი სწავლებები ჩაუტარდა იმ პირებს, ვინც ქიმიური წამლობის ღონისძიებებშია ჩართული.  

      ფაროსანა   თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ხორციელდება.

გააზიარე