ცხელი ხაზი : 599647050

ბესიკ ფარცვანია ქალაღალში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

3 ივლისი, 2018

ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქალაღალის უბანში სტიქიისაგან დაზიანებული სამანქანე გზის ბეტონის საფარით მოწყობის  სამუშაოები   950  გრძივ მეტრზე   მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ლიკვიდაციის ფარგლებში  სრულდება. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 159 963 ლარს. სამუშაოებს  შპს „თავადი“ასრულებს. თანხები გამოყოფილიქნა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი  პროექტების ფონდიდან.

          

გააზიარე