ცხელი ხაზი : 599647050

ბესიკ ფარცვანიამ მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში მშენებარე საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

13 ივნისი, 2018

      წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  მერმა  ბესიკ ფარცვანიამ  და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ლუკავამ   მიქავას  ადმინისტრაციულ  ერთეულში  მშენებარე  ახალი  საბავშვო  ბაღის სამშენებლო   სამუშაოები  დაათვალიერეს.

    საბავშვო  ბაღი    ეზოს  კეთილმოწყობის  ჩათვლით  თანამედროვე სტანდარტებს გაუტოლდება, რომელიც   60  ბავშვზეა გათვლილი.

    შეგახსენებთ, რომ  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიქავასა და ჯგალში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა   მიმდინარეობს,  რომელიც  ორივე  სოფელში მიმიდნარე წელს დასრულდება.

    მიქავასა და ჯგალის საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის  544 741 ლარი    იხარჯება და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.   სამუშაოებს ასრულებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია  შპს ენკი.    

გააზიარე