ცხელი ხაზი : 599647050

ბესიკ ფარცვანიამ მიქავასა და ნაკიფუსი მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

1 აგვისტო, 2019

     წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა  ბესიკ ფარცვანიამ  მიქავასა და  ნაკიფუს ადმინისტრაციულ  ერთეულებში    სოფლის  მხარდაჭერის  პროგრამის ფარგლებში მიმდინარე   სამუშაოები  დაათვალიერა.
    ბესიკ  ფარცვანია  ადგილზე  გაეცნო   მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა  გზების  მოხრეშვას, ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულის  ნანჯარუს  უბანში  კი  მინი-სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებს.

        სოფლის  მხარდაჭერის   პროგრამა   ითვალისწინებს:  სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების,   შიდა  გზების,   ცხაურების,   გარე განათებების,             წისქვილების რეაბილიტაციას,   სასაფლაოებისა   და   მოსაცდელების შემოღობვას  და  სხვა  სამუშაოებს.  

    პრიორიტეტები    მოსახლეობის   უმრავლესობის   გადაწყვეტილებით   ხორციელდება.       

გააზიარე