ცხელი ხაზი : 599647050

ბესიკ ფარცვანიამ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

22 თებერვალი, 2018

      წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერმა  ბესიკ  ფარცვანიამ, მერის  პირველმა  მოადგილემ  გიორგი  ლუკავამ  და   ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა  და   მშენებლობის  სამსახურის  უფროსმა  ჯემალ  კვარაცხელიამ   ობუჯის ადმინისტრაციულ  ერთეულში მდ. ლავთარაზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

      ასევე   დათვალიერებულიქნა  ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ტარჩიაზე სტადიონის მიმდებარედ ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები,     საკალანდიოს უბანში  კი  მდ. ჭანისწყალზე ნაპირსამაგრი გაბიონის  მშენებლობა.   აღნიშნული სამუშაოები  ხორციელდება სტიქიისაგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში.

გააზიარე