ცხელი ხაზი : 599647050

ბესიკ ფარცვანიამ საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

21 ნოემბერი, 2017

 

      წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერმა  ბესიკ  ფარცვანიამ ქალაქ  წალენჯიხაში, მაზანდარას  ტერიტორიაზე,  მიმდინარე  ახალი  საბავშვო  ბაღის  სამშენებლო  სამუშაოები  დაათვალიერა.

ახალ საბავშვო ბაღში მოეწყობა წყალგაყვანილობის სისტემები,   მოეწყობა პანდუსები. ეს იქნება-ერთჯგუფიანი, ერთ სართულიანი ევროპული სტანდარტების დონის შენობა, რომელიც გათვლილია 25-აღსაზრდელზე.

    სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ქალაქმშენსერვისი“, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს შეადგენს-284 800 ლარს. პროექტი სრულდება რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის ფარგლებში. დასაქამებულია 30-მდე მუშახელი პროექტი გარდამავალია და მომავალი წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდება.  

გააზიარე