ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხა-ჯვარზენის გზის რეაბილიტაცია

6 April, 2017

წალენჯიხა-ჯვარზენის გზის 7.2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს,
სამუშაო პროცესი დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ და გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავამ.
► ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტებისა და გზის სავალი ნაწილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

► სამუშაოებზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული, მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.

► პროექტის ფარგლებში განხორციელდება: ასფალტ-ბეტონის საფარის, წაყალგამტარი მილების, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების, ავტობუსის გჩერებების, გადასასვლელების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები. ასევე მოხდება საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა

► სარეაბილიტაციო მონაკვეთი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება ქ. წალენჯიხაში და სრულდება სოფელ საჩინოში. სამუშაოები დაიწყო 2016 წლის მაისში და 2017 წლის მაისში დასრულდება. წალენჯიხა-ჯვარის გზა ბოლო 20 წლის განმავლობაში ამორტიზირებული იყო

► პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

გააზიარე