ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხა - ნაკიფუ - ლეწურწუმე -ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაცია

30 მარტი, 2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც დაათვალიერეს წალენჯიხა - ნაკიფუ - ლეწურწუმე - ჩხოროწყუს საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობა.
პროექტი სრულდება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით, ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (URDP) განსახორციელებლად. რომელიც ითვალისწინებს წალენჯიხა - ნაკიფუ - ლეწურწუმე - ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაციას სიგრძით 9,291 მ. სავალი ნაწილის სიგანე 6 მ. ეზოში შესასვლელების, წყალამრიდი მილების და მიერთებების მოწყობას. 
სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბლექ სი გრუპი და მისი ქვემოიჯარე კომპანია წალენჯიხის საგზაო სამმართველო.
აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 2 784 145.77 ლარს.

გააზიარე