ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხა - ნაკიფუ - ლეწურწუმე - ჩხოროწყუს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

25 May, 2017

 

წალენჯიხა - ნაკიფუ - ლეწურწუმე - ჩხოროწყუს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად   მიმდინარეობა. პროექტი სრულდება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით, ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (URDP) განსახორციელებლად. რომელიც ითვალისწინებს წალენჯიხა - ნაკიფუ - ლეწურწუმე - ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაციას სიგრძით 9,291 მ. სავალი ნაწილის სიგანე 6 მ. ეზოში შესასვლელების, წყალამრიდი მილების და მიერთებების მოწყობას.

      სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბლექ სი გრუპი და მისი ქვემოიჯარე კომპანია წალენჯიხის საგზაო სამმართველო. აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 2 784 145.77 ლარს.

   სამუშაოების  მიმდინარეობა  დაათვალიერეს  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  გამგებელმა  ბესიკ  ფარცვანიამ და    ადმინისტრაციული  სამსახურის  უფროსმა  ლაშა  არქანიამ.

 

გააზიარე