ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხა უკმერგეს მერს მასპინძლობს

31 May, 2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობა  საერთაშორისო ურთიერთობებს აღრმავებს

   აქედან გამომდინარე,    მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებიან  ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ   უკმერგეს მერი  როლანდას  იანიცკასი და მერიის  ფინანსური მენეჯერი სტასის იაცკუნასი.  შეხვედრებზე განიხილება უკმერგესა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს შორის  სამომავლო პერსპექტივები.

       სტუმრებს  ქალაქ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დახვდნენ ანსამბლ „ ბედინერა“-ს მომღერლები  და  მათ  ქართული  მრავალჯამიერიც უმღერეს.

    ჩამოსულმა  სტუმრებმა  დღესვე  დაათვალიერეს  დადიანების სასახლე  და  მოისმინეს  ისტორიული  ცნობები  სამეგრელოს მთავრების  შესახებ.    

     
   ვიზიტის ფარგლებში წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია და  ჩამოსული  სტუმრები განიხილავენ მუნიციპალიეტებს შორის გასაფორმებელი  მემორანდუმის დელატებს, რომელსაც 2018 წლის 10 ოქტომბერს ვილნიუსის ფილარმონიაში მოეწერება ხელი.

    მემორანდუმი ითვალისწინებს ქართული და ლიტვური მხარეების პარტნიორობას ეკონომიკის, განათლების, ტურიზმის, ჯანდაცვის, კულტურისა  და სპორტის სფეროებში.

     სტუმრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 3 ივნისამდე დარჩებიან  და  ვიზიტის  ფარგლებში  შესაძლებლობა  ექნებათ  მოინახულონ  წალენჯიხისა და  მთლიანად  სამეგრელოს  ღირსშესანიშნავი  ადგილები და  გაეცნონ  აქაურ კულტურას.

გააზიარე