წალენჯიხაში მარათონი "გარბენი ჯანსაღი მომავლისთვის" ჩატარდა
„გარბენი ჯანსაღი მომავლისთვის,“- ასეთი სახელწოდების ღონისძიება დღეს ქალაქ წალენჯიხაში გაიმართა. გარბენი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,ძეგლთა დაცვის,განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების გამართვის მთავარი მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება გახლდათ.