ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის #1 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

16 სექტემბერი, 2018

        წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში  საბავშვო  ბაღების  მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.    

    ქალაქ  წალენჯიხის #1 საბავშვო ბაღში კი  დასრულებულ სამუშაოებს     ადგილზე გაეცნენ  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, მერის  პირველი მოადგილე გიორგი ლუკავა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ჯემალ კვარაცხელია და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი ნატო კვარაცხელია.

         წალენჯიხის #1 საბავშვო ბაღში ,   ამ ეტაპზე კეთილმოწყობილი ოთახები ლაგდება   ახალი სასწავლო წლისთვის  აღსაზრდელების მისაღებად.

      საბავშვო ბაღში მთლიანად შეიცვალა ინფრასტრუქტურა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების დონეზეა    კეთილმოწყობილი და 120 ბავშვზეა გათვლილი.

     სარეაბილიტაციო  სამუშაოები  შეასრულა  ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ ( AWERD). შემსყიდველი გახლავთ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. სამშენებლო სამუშაოების საპროექტო ღირებულება შეადგენს 330 000 ლარს.    


გააზიარე