ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ევროპის სპორტის კვირეულს შეუერთდა

26 სექტემბერი, 2018

         წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ევროპის სპორტის კვირეულს შეუერთდა.
26 სექტემბერს, კვირეულის ფარგლებში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გაიმართა   სპორტული ღონისძიებები  ჭადრაკში და კალათბურთში.

ჭადრაკში შეჯიბრი ჩატარდა 7 ტურად. თამაშის  დასასრულს გამოვლინდნენ  გამარჯვებულები.

შვიდივე ტურიდან 7 ქულა დააგროვა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა ლაშა საჯაია.

მეორე ადგილზე გავიდა ჯაბა შელია და მესამე ადგილი ერგო თენგიზ საჯაიას.

   რაც შეეხება კალათბურთს, თამაში დასრულდა პირველი საჯარო  სკოლის ბიჭუნათა გუნდის  გამარჯვებით,ხოლო მეორე და მესამე ადგილები  გაინაწილეს ჯვარის მეოთხე   და ჯგალის საჯარო სკოლებმა.

   ღონისძიების დასასრულს გამარჯვებულებს დიპლომები, მედლები და სამახსოვრო თასები გადასცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სევერიანე შეროზიამ,  მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა კორნელი კვარაცხელიამ და ამავე სამსახურის სპორტისა და ახლაგაზრდობის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ბაკურ ზარქუამ.

    კვირეული მიზნად ისახავს სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას; სპორტის მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ევროპის სპორტის კვირეულის დევიზია: BeActive “იყავი აქტიური”. 
საქართველოში სპორტის კვირეულის ოფიციალური კოორდინატორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ორგანიზატორი - ეროვნული ფედერაცია - ,,სპორტი ყველასათვის“, თანაორგანიზატორი_საქართველოს 60-მდე მუნიციპალიტეტი. 

გააზიარე