ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ ა(ა)იპ-ის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

1 დეკემბერი, 2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ    ა(ა)იპ-ის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრები     გამართა:

შეხვედრას ესწრებოდნენ:

 ა(ა)იპ  სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი თამარ კვარაცხელია

ა(ა)იპ კულტურის ცენტრის დირექტორი   ლევან ქარდავა

ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრის დირექტორი თამარ კვარაცხელია

ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი დოდო კვარაცხელია

ა(ა)იპ  წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის  უფროსი ვეფხია შელია

ა(ა)იპ ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის  უფროსი ბადრი შონია

ა(ა)იპ წალენჯიხის „სათნოების სახლი“-ს დირექტორი გიორგი ჭანია;

ა(ა)იპ სასპორტო ცენტრის დირექტორი რამინ ჭანია

ა(ა)იპ წალენჯიხის ფეხბურთის ცენტრის დირექტორი გიორგი ჭანტურია და მერიის შიდა აუდიტის სამსახურის   უფროსი ბეჟანი შანავა.

შეხვედრაზე  არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

აუდიტის სამსახურის უფროსს  მიეცა რეკომენდაცია, შეისწავლოს მერიის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიულ პირთა გასული და მიმდინარე წლების საქმიანობა და არსებული საკადრო პოლიტიკა;

ასევე განისაზღვროს, რამდენად პასუხობს თანამშრომელთა კომპეტენციიდან გამომდინარე მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს.

მერმა, გიორგი ხარჩილავამ   ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობებისა და მათზე დახარჯული სახელმწიფო სახსრების ანალიზი დოკუმენტის სახით  მოითხოვა.

ა(ა)იპ-ის დირექტორებს მერთან შეკითხვები ამ ეტაპზე არ ჰქონდათ.


გააზიარე