ცხელი ხაზი : 599647050

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 18 სექტემბერს დაიწყება.

15 სექტემბერი, 2017

    წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 18 სექტემბერს დაიწყება.

    წელს    ბაღში  სასწავლო  პროცესს  გააგრძელებს  1300- მდე   აღსაზრდელი.   

    აღსანიშნავია  ისიც, რომ  სასკოლო  მზაობის  პროგრამა   ყველა  საბავშვო ბაღში  განხორციელდება.

  სასკოლო მზაობის პროგრამის ხანგრძლივობა  კი    სამი  საათით   განისაზღვრება.  

   დღეს, 15  სექტემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  გამგებელი  ბესიკ ფარცვანია, სკოლამდელი  აღზრდის  ცენტრის  დირექტორი  დოდო  კვარაცხელია , სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის  მოადგილე   ჯილდა  აბულაძე   და  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  საკრებულოს  წევრი  დარეჯან დადიანი  საბავშვო  ბაღებში  იმყოფებოდნენ. მათ  ადგილზე  დაათვალიერეს  ბაღში  არსებული  გარემო-პირობები , ასევე  საბავშვო  ბაღებში  შეიტანეს  სხვადასხვა  სახის  ინვენტარი და  ჭურჭელი.

გააზიარე