ცხელი ხაზი : 599647050
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
საჯარო ინფორმაცია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო არის წალენჯიხის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც წალენჯიხის შესაბამის ადგილობრივ ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისგან და პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისგან შედგება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ახორციელებს თვითმმართველობას წალენჯიხაში, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს წალენჯიხის მერიის საქმიანობას, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საკრებულოს რეგლამენტით მისთვის განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საკრებულოს უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

 

საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა

გააზიარე